არაცნობიერი და მისი გამოვლინებანი
ადამიანის ფსიქიკა აისბერგს წააგავს, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილი მოჩანს წყლის ზედაპირზე, ხოლო დანარჩენი წყალქვეშ იმალება. სულის ამ არეს, რომელიც, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია ცნობიერებისათვის, არაცნობიერი ეწოდება.
სიღრმისეულობის გამო სულიერი სამყაროს ეს არე დღესაც ნაკლებადაა შესწავლილი.
მიუხედევად ასეთი დაფარულობისა, არაცნობიერი პროცესები ჩვენშია, ჩვენს ფსიქიკაში, ამიტომ ისინი მაინც გამოვლინდება. მაგრამ გამოვლინდება არა უშუალოდ, არამედ ირიბად. რატომ ხდება, რომ ადამიანები ხშირად ვერ ხსნიან თავიანთი ქცევისა თუ გუნება-განწყობილების ცვლის მიზეზებს? თავიდან ვერ იშორებენ შემაწუხებელ სიზმრებს, აკვიატებულ შიშებსა თუ აზრებს, უნებურად წამოსცდებათ ის, რასაც მალავდნენ?.. ამ ყველაფრის საფუძველი ის არაცნობიერი პროცესებია, რომელთა შინაარსიც ასეთი ძნელი და ხშირად მძიმე, მწვავე გასაცნობიერებელია.
ფროიდი, კოლექტიური არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ჰიპნოზი, ჰიპნობილურობა, სიზმრები, ფსიქოანალიზი, დაცვითი მექანიზმები, ნევროზი, ირელევანტური (არაყურადღებული) აღქმა, ზღურბლქვედა შეგრძნებები, დეჟავუ, ინტუიცია, ინსაიტი, ავტომატიზმები, ზომბირება, კონფორმიზმი, ზემოქმედება, შაჰიდი, 25-ე კადრის მეთოდი.