საგანმანათლებლო-შემოქმედებითი კავშირი "ქორბუდა", საქართველოში პირველი არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, 1992 წლიდან, მრავალი მიღწევის მქონე - www.qorbuda.ge.
"ქორბუდა" უძღვება შემდეგ მიმართულებებს:
- ფსიქოლოგია - სტატიები და ონლაინ კონსულტაციები; სტატიები შეეხება აღზრდა-განათლებისა და საზოგადოდ ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებს და ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგების თეორიებს (ფსიქოლოგია ყველა მსურველისთვისაა საინტერესო); თვითეულ სტატიას ახლავს სიტუაციური და სხვა ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია.
- დაწყებითი კლასების მათემატიკა, ლოგიკა; სტატიები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც მასწავლებელს გამოადგება როგორც საკლასო ოთახში, ისე სასერტიფიკაციო გამოცდაზე; თვითეულ სტატიას ახლავს ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია; საგანგებო ყურადღება ექცევა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტების ამოცანებს, რომლებიც დაწვრილებით გაირჩევა.
- ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნიერება, რიტორიკა; სტატიები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც მასწავლებელს გამოადგება როგორც საკლასო ოთახში, ისე სასერტიფიკაციო გამოცდაზე; თვითეულ სტატიას ახლავს ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია; საგანგებო ყურადღება ექცევა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტების ამოცანებს, რომლებიც დაწვრილებით გაირჩევა.
- მსოფლიოს რელიგიების არსი და ისტორია - სტატიები საინტერესოა ყველა მსურველისთვის.