პროექტის შესახებ

ინტერნეტპროექტის _ ,,განათლებული საქართველო“ მიზანი მის სახელწოდებაშივეა გაცხადებული. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ  მრავალმხრივ პუბლიკაციებს განათლებისა და აღზრდის საკითხებზე.

სკოლამდელი აღზრდა, სკოლა, პროფესიული და უმაღლესი განათლება, უწყვეტი პროფესიული განათლება _  ეს საიტის ძირითადი მიმართულებებია, რომლებშიც გაერთიანებულია არაერთი  ქვეგვერდი. თემატიკის მიწოდების ფორმები იქნება მრავალფეროვანი და მოიცავს სხვადასხვა მულტიმედიურ პროდუქტს.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს ოპერატიული და მრავალმხრივი ინფორმაცია, სამეცნიერო და მეთოდური მასალები, რომლის ავტორები იქნებიან  მეცნიერ-თეორეტიკოსები, ასევე პრაქტიკული კვლევების შედეგები, რომელსაც მოამზადებენ პედაგოგები, რათა სწავლა-სწავლების პროცესში დაგროვილი ღირებული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს.

სიახლეები განათლების სფეროში, დისკუსიები საკანონმდებლო ცვლილებებზე, დარგში მიმდინარე პროცესების შეფასება, საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებები დარგის განვითარების პერსპექტივებზე, უცხოური გამოცდილება ... ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებსაც საიტი მომხმარებელს შესთავაზებს.

სასკოლო ცხოვრებასთან კავშირში მყოფი ყველა აქტორი:  დირექციის წარმომადგენლები, სამეურვეო საბჭოს წევრები, მასწავლებლები, დამრიგებლები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობები, სამოქალაქო სექტორი   ჩვენს გვერდებზე  იპოვის მისთვის საინტერესო თემებს და რაც მთავარია, უკუკავშირის სახით შეეძლება დასვას კითხვა, გამოთქვას მოსაზრება. მომხმარებელს  საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ონლაინფორუმების  ღია და გახსნილ დისკუსიებში, რომელიც განათლების და აღზრდის პრობლემურ ან საორჭოფო საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.

საიტი პედაგოგებს შესთავაზებს სტატიებს, რომელიც მათ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მზადებაში დაეხმარება.

აღზრდა და განათლება ეს ის თემაა, რომელთანაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს და თუნდაც ასე არ იყოს, ყველა მოქალაქეს უნდა აინტერესებდეს საგანმანათლებლო პროცესების სწორად წარმართვა, რადგან ამაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.

,,განათლებული საქართველო“ მზად არის თავისი სივრცე დაუთმოს არა მხოლოდ პროფესიონალ ავტორებს, არამედ საზოგადოების ნებისმიერი წევრის საქმიან თვალსაზრისს განათლებაზე.

ჩვენ  მზად ვართ ღია და გახსნილი დისკუსიისათვის. 

© 2015 - 2024 შ.პ.ს განათლებული საქართველო edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
პროექტის ავტორი: ვალერიან მესხიშვილი
Artmedia