უფასო გადამზადების კურსები ესპანეთში
უფასო გადამზადების კურსები ესპანეთში. მოგეხსენებათ, ესპანეთში, საკმაოდ გავრცელებულია პროფესიული გადამზადების კურსები, ხოლო აკრედიტირებულ სასწავლო ცენტრებში, ჰომოლოგირებულ სერტიფიკატებსაც კი იძლევიან.
მაგრამ, ემიგრანტების უმეტესობამ არც კი იცის, რომ კვალიფიცირებული კურსების გავლა, შესაძლებელია სრულიად უფასოდ. თანაც კურსების უმეტესობა უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ, ინტერნეტის საშუალებით (modalidad teleformación)
ბოლო დროს, პანდემიური სიტუაციის გამო, სასწავლო ცენტრები, აქტიურად გადაეწყვნენ დისტანციური სწავლების მეთოდზე, რაც ამარტივებს კურსებზე დასწრების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, ისიც რომ, თუკი მოსამზადებელი კურსი, ითვალისწინებს პრაქტიკულ სამუშაოებსაც, აუცილებელია გარკვეულ დღეებში გამოცხადდეთ მითითებულ სასწავლო ცენტრში.
თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ კურსისთვის, საჭიროა ინტერნეტით უზრუნველყოფა და გაკვეთილებზე დასასწრებად აუცილებელი მოწყობილობები.
კომპიუტერი, პლანშეტი თუ მობილური, დამოკიდებულია სასწავლო მასალის სირთულეზე.
მაგალითად, თუ გსურთ შეისწავლოთ დიზაინი, ან ვებ საიტების დამზადება, შეუძლებელი იქნება კომპიუტერის გარეშე მუშაობა, თუცა მხოლოდ თეორიულ კურსზე დასასწრებად ნებისმიერი სხვა აპარატურა გამოდგება.
პირველ რიგში აგიხსნით, თუ რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კურსების შესახებ.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის იქნება საინტერესო ვინ აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა საქმიანობაში და მიმართულია თვითგანვითარებაზე, და ახალი შესაძლებლობების ძიებაშია.
გადამზადების კურსები, მიმართულია ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაში რათა ნებისმიერი დასაქმებული თუ დასასაქმებელი კანდიდატი იყოს კონკურენტუნარიანი ან უბრალოდ არ გაჩერდეს და მოახერხოს გადამზადება და ადაპტირება, მუდმივად განახლებადი ცხოვრების ყველა ეტაპზე.
უფასო კურსები, შესაძლოა იყოს ორგანიზებული, როგორც ბიზნეს ცენტრების და სინდიკატების, ასევე გადამზადების ცენტრების მიერ.
რაც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს პროფესიული ზრდისთვის და განვითარებისთვის. ამით ვაუმჯობესებთ ჩვენს კურიკულუმს რომ უკეთ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.
გადამზადება, იგივე ტრენინგი
პროფესიული გადამზადება ესპანეთში იყოფა ორ ნაწილად: პირველი, Formación Profesional Reglada, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაშია როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ასევე, ავტონომიურ ერთეულებთან და ყოველთის გაიცემა ოფიციალური დიპლომი (título oficial).
ხოლო მეორე, Formación para el Empleo, დაკავშირებულია, როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საზოგადოებრივი სერვისების სახელმწიფო სამსახურთან (SEPE) და ავტონომიურ ერთეულებთან.
სუბსიდირებული კურსები წარმოადგენენ, პროფესიული გადამზადების კურსების ნაწილს (FPE) რომელიც კავშირშია დასაქმებისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სამსახურის სამინისტროსთან.
ეს კურსები იმართება, საზოგადოებრივი სერვისების სახელმწიფო სამსახურის მიერ (SEPE). Fundación Tripartita-სთან, ავტონომიური ერთეულების კომპეტენტურ სამსახურებთან და დასაქმების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
გადამზადების კურსები იძლევიან სხვადასხვა ტიპის დიპლომებს. მაგრამ არის დიპლომები რომლებიც არაა აკრედიტირებული, თუმცა მაინც ზრდის თქვენი დასაქმების შანსებს.
თუკი დიპლომი აკრედიტირებულია (Homologado) მას იგივე წონა ექნება, როგორც პროფესიულ სერტიფიკატს (Certificados de Profesionalidad)
კურსების გასავლელად აუცილებელი რეკვიზიტები:
- გქონდეთ რეზიდენციის უფლება
ფლობდეთ აქედან რომელიმე სტატუსს:
- Ocupado, Autónomo, Desempleado, ERTE
რას ვაკეთებთ იმისთვის რომ, ინტერნეტით ჩავეწეროთ კურსებზე?
- პირველი რასაც ვაკეთებთ უნდა შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა
- ჩამოთვლილი კითხვებიდან ვუთითებთ ჩვენს სამუშაო მდგომარეობას
- ვარჩევთ რომელი კურსი გვაინტერესებს
- რა განათლება გვაქვს
- უთითებთ ელ ფოსტას და თქვენს ნომერს
- აგზავნით მოთხოვნას
შემდგომ საფეხურზე, გადამზადების ცენტრი გიკავშირდებათ ტელეფონზე და გაგესაუბრებათ.
გაგაცნობენ კურსის შესახებ აუცილებელ დეტალებს, შეძლებთ დაუსვათ კითხვები, თუკი რაიმე არის თქვენთვის გაუგებარი, ასევე იკითხავთ რა ტიპის დიპლომი გაიცემა და ა. შ.
მითითებულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას რომ გადაგზავნოთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები.
პირველ რიგში ვასკანერებთ ყველა ჩვენს დოკუმენტს, ჩვენი სამუშაო მდგომარეობის დამადასტურებელ საბუუთებს, ჩვენს რეზიდენციის ბარათს და გადავგზავნით ელ ფოსტით.
- რეზიდენციის ბარათი / ან წითელი საბუთი, თუკი თავშესაფარი გაქვთ მოთხოვილი.
- მივუთითოთ Número de seguridad social
- შემოსავლის წყარო, თქვენი სამუშაო მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მუშაობთ პირდაპირ ნომინის ფოტო (Nómina), თუ ERT-ზე ხართ, ამის შესაბამისი დოკუმენტი. Autónomo-ს შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება.
SEPE-ს კურსები სამშენებლო სექტორში გადასამზადებლად.
აქ ნახავთ სოციო-სანიტარიის უფასო კურსებს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის სასწავლო ცენტრებში.
დასწრებული და ონლაინ კურსები მხოლოდ „დასაქმებული ადამიანებისთვის“. კატალონია ქ. საბადელი.
დასწრებული და ონლაინ კურსები მხოლოდ „უმუშევარი“ ადამიანებისთვის. კატალონია ქ. საბადელი.
სასწავლო ცენტრი ბარსელონაში: Centro Coliseum
Grupo Coremsa- SEPE-ს კურსები აკრედიტირებული სერტიფიკატებით
Castilla y León- უფასო კურსები კასტილია ლეონში მცხოვრები ადამიანებისთვის.
წყარო: Georgianosenbarcelona.com