მასწავლებლის საგნის გამოცდა 2022 - ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე
იმ გამოსაცდელებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება, ზედმეტად გადაიხადეს თანხა ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი საფასური უკან დაუბრუნდებათ.
შეფასების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 9 სექტემბრის 11:00 საათიდან 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.