მიხეილ ჩხენკელი კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და საფრანგეთის ელჩის მრჩეველთან კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში პიერ კლუესთან ერთად კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია. მინისტრმა მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირადად მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. სტუმრებს კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორმა კამელ იასილიმ უმასპინძლა.
კავკასიის ფრანგულ სკოლაში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ უმნიშვნელოვანეს როლს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
კავკასიის ფრანგული სკოლა 2006 წელს საფრანგეთის საელჩომ დააფუძნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას აძლევს.