მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც მასწავლებლები, ასევე განათლების სისტემის სხვა წარმომადგენლები.