Covid-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მანდატურები მოქალაქეთა ინფორმირებას ცხელი ხაზის მეშვეობით განაგრძობენ
Covid-19-ისგავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას აგრძელებენ.
თბილისსა და ქუთაისში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - „144“ მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან.
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მოქალაქეებს.