თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამისა და პირველი ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოავლინეს.
ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში 17 ახალბედა კინორეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი მონაწილეობდა, რომელთა შორის ჟიურიმ სამი საუკეთესო გამოავლინა:
- I ადგილი - „ჩატვირთვა“ - რეჟისორი: გიორგი წილოსანი, პროდიუსერი: გიორგი წილოსანი, გიორგი კვინტრაძე;
- II ადგილი - „დიდი და პატარა ხელები“ - რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი, პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი;
- III ადგილი - „დაბრუნება“ - რეჟისორი: გურამ ბაქრაძე, პროდიუსერი: ანი კაშია.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, რომლებიც სცენარის განვითარებასა და პროექტის წინსვლას მოხმარდება.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლა მონაწილეობდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინისა და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამების ნახვა ე.წ. Live Stream-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კინოპროგრამის გამარჯვებულები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი -THE PACK OF THREE by Kevin Zayat / არგენტინა;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - SHENDY WU A DIARY by Ingrid Prokoper / არგენტინა;
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი - GUILT by Marcjanna Urbańska / პოლონეთი;
ჟიურის გადაწყვეტილებით, ასევე გაიცა სპეციალური აღნიშვნის 4 დიპლომი რეჟისურისათვის, რომელიც გადაეცა: ზვიად ციკოლიას ფილმისთვის „საზღაური“; Lasse Holdhuss / Moonjump გერმანია; Juana Varela / Ruido – Noise არგენტინა; Roy Alon / Late Kaddish ისრაელი.
3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლა. პანდემიის გამო, ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა.