პროფესიული ტესტირება 2020
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!!!
პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2020 წელს დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, ვერ მოახერხეს საგამოცდო ტესტირებაზე გამოცხადება (5-6 სექტემბერს) შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფებოდნენ:
ა) ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
გ) საკარანტინო ზონაში;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურების გამო;
შესაძლებლობა აქვთ 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).