ტიპიური ქართველი პოლიტიკოსის დღიურები
ოპოზიციაში
- ორშაბათი - გავლანძღე ქართული ოცნება, ვუწოდე მას რუსული ოცნება, გავლანძღე ბიძინა ივანიშვილი, ვუწოდე მას რუსი ოლიგარქი. მოვითხოვე მისთვის ქონების ჩამორთმევა და ჩემთვის გადმოცემა.
- სამშაბათი - გავლანძღე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მოვითხოვე მისი იმპიჩმენტი და ქვეყნიდან გაძევება.
- ოთხშაბათი - გავლანძღე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობა. მოვუწოდე ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ.
- ხუთშაბათი - გავლანძე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ვუწოდე მათ უნიათო.
- პარასკევი - გავლანძღე ყველა ვინც არ დამეთანხმა ორსაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ბრალი დავდე მათ ბიძინა ივანიშვილთან ფარულ გარიგებაში.
- შაბათი - შევადგინე მომავალი კვირის საქმიანობის გეგმა
- კვირა - რთული და ნაყოფიერი დღეების შემდეგ დავისვენე
- ორშაბათი - იხ. წინა ორშაბათი
- სამსაბათი - იხ. წინა სამშაბათი
- ოთხშაბათი - იხ. წინა ოთხშაბათი
- ხუთშაბათი - იხ. წინა ხუთშაბათი
- პარასკევი - იხ. წინა პარასკევი
- შაბათი - შევაჯამე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და დავრწმუნდი, რომ მზად ვარ ხელისუფლებაში მოსასვლელად
- კვირა - თანამოაზრეებთან ერთად გავმართე პოეზიის საღამო „მე იგივე ვარ მარად და მარად !“
ხელისუფლებაში
- ორშაბათი - გავლანძღე 2003 წელი
- სამშაბათი - გავლანძღე 2004 წელი
- ოთხშაბათი - გავლანძღე 2005 წელი
- ხუთშაბათი - გავლანძღე 2006 წელი
- პარასკევი - გავლანძღე 2007 წელი
- შაბათი - ვლანძღე და ვლანძღე 2008 წელი სულ მიწაზე ვაფორთხიალე
- კვირა - გავლანძღე 2009 წელი
- ორშაბათი - გავლანძღე 2010 წელი
- სამშაბათი - გავლანძღე 2011 წელი
- ოთხშაბათი - გული ვიჯერე, მაგრამ არ იყო საკმარისი, დავიწყე თავიდან გავლანძღე 2003 წელი....