მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, სტეფანია ჯიანინის, შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერების ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი, STEM-ის მიმართულებით დაფინანსების საკითხებს.
UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ UNESCO-ს ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროგრამებში ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართვას, რაც მათ უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების გაღრმავებაში დაეხმარება. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლით პროგრამების მხარდაჭერაზე, რაც, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, სტეფანია ჯიანინი, საქართველოში მოიწვია.