მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის ინიცირებით მიღებულ რეზოლუციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს
მივესალმები საქართველოს პარლამენტის ინიცირებით დღეს მიღებულ რეზოლუციას. იგი მკაფიოდ ასახავს ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და მთელი საზოგადოების ერთიან, პრინციპულ, და, ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებულ პოზიციებს.
ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უკომპრომისო პოციზიასთან ერთად, რეზოლუცია მკაფიოდ აჩვენებს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ მაღალ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქალაქეთა, მათ შორის, ოსებისა და აფხაზების მიმართ, განუხრელ ერთგუელებას პრობლემათა მოგვარების დიპლომატური გზისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი.
მჯერა, რომ სწორედ ამგვარი პრინციპულობა, სამართლიანობისა და თანხმობის საზოგადოების შენებისთვის ყოველდღიური შრომა არის გზა, რომელიც საქართველოს ერთიანობის, მშვიდობის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობისკენ და თავისუფალ ერთა თანამეგობრობის ღირსეული წევრობისკენ მიგვიძღვება.