ანონსი
16 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებთან(მეცნიერები, დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, მაგისტრანტები)შეხვედრა გაიმართება .
შეხვედრის ძირითადი მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების პოპულარიზაცია. ღონისძიების კონკრეტული მიზნებია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულების შეხვედრა, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ქეთევან ნატრიაშვილი, ალექსანდრე თევზაძე, თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე, მარიამ ჯაში; ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მზექალა შანიძე; საელჩოების წარმომადგენლები (აშშ, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, რომელთა ქვეყნებშიც ბილატერალური თანამშრომლობა გვაქვს და ასევე, ნიდერლანდების სამეფო, ისრაელი, უნგრეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ბულგარეთი, იაპონია, გერმანია, საბერძნეთი, ავსტრია, ჩინეთი).
საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას.
ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მისამართი: გუდიაშვილის # 7