გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა აბიტურიენტებს სასწავლებლად იწვევს შემდეგ ფაკულტეტებზე:
. ტურიზმი
. სამართალი
. ბიზნესის ადმინისტრირება
. საჯარო მმართველობა და პოლიტიკა
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება მიიღონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, აგრეთვე ჩართული იქნებიან გაცვლით პროგრამებში.
ჩვენი დევიზია: თითოეული სტუდენტისაგან შესაძლებლობების მაქსიმუმი-თითოეულ სტუდენტს ზრუნვისა და მხარდაჭერის მაქსიმუმი.
ჩვენი მიზანია: ნიჭიერი და შრომისმოყვარე ყველა ახალგაზრდისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო პროდუქტი, აქედან გამომდინარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი-ალმა მატერი უპრეცედენტოდ ამცირებს სწავლის გადასახადს და ამავე დროს აწესებს სხვადასხვა სახის ფინანსურ შეღავათს, რომელიც ვრცელდება ოთხ აკადემიურ წელზე.
მოკლედ საბაკალავრო პროგრამების შესახებ
უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამა თავისი სტრუქტურით ერთერთი უნიკალურია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ის ინტერდისციპლინირებულია და საშუალებას აძლევს სტუდენტს ძირითად პროგრამასთან ერთად აირჩიოს ერთი ან ორი დამატებითი პროგრამა ან მოახდინოს კონცენტრაცია ცალკეული მიმართულებების მიხედვით.
პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს ცოდნა სამართლებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში, ჩამოუყალიბოს აზროვნება, გამოუმუშაოს ფუძემდებლური მენეჯერული და ეთიკური ღირებულებები - მოამზადოს მუშაობის დასაწყებად საჯარო და კერძო სისტემაში.
პროგრამის უზრუნველყოფა: პროგრამის განხორციელებას ემსახურება პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციური კორპუსი. სტუდენტების განკარგულებაშია თანამედროვე წიგნადი ფონდი, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი ელექტრონული ბიბლიოთეკის ჩათვლით და სხვა.
საერთაშორისო ინტეგრაცია: პროგრამა ითვალისწინებს კრედიტების დაგროვების შესაძლებლობას პარტნიორ უნივერსიტეტებში.
მისამართი: ბათუმი, თამარ მეფის ქ. N 60
ტელეფონი (0422) 24 51 33 მობ: 558 03 10 20
Email: batumirobaqidze@gmail.com / g.turmanidze@gruni.edu.ge