მინისტრის სამძიმარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის“.