შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვედა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
შეხვედრაზე განხილული პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო კერძო კოლეჯების ასოციაციის როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.
შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განათლების სისტემების განვითარების პროცესში და ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას.