შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხელ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს იოანეს ვან დერ კლაუფს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არსებულ და მომავალ თანამშრომლობას.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა თანამშრომლობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ლტოლვილთა განათლების საკითხებზე მასწავლებელთა სატრენინგო მოდულების განვითარების კუთხით.