საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სიახლეებს გაეცნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინისთან და სავალუტო ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების ყველა საფეხურსა და მეცნერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ვინაიდან ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს, განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმირების პროცესში, მნიშვნელოვანი აქცენტი განათლების ხარისხზე გაკეთდება. მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს დაგეგმილი სიახლეების განხორციელების პროცესში წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა სრულფასოვანი ინფორმაციისთვის.