მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში ევროპის საბჭოსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ერთობლივი პროექტების განხორციებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული პროგრამები.
ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზადაა მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირების პროცესში.
მხარეებმა მიმოიხილეს შესაძლო თანამშრომლობისთვის პერსპექტიული მიმართულებები და იმედი გამოთქვეს, რომ შემდგომი პროექტების შემთხვევაშიც, თანამშრომლობა კვლავ ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.