შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, მხარეები შეთანხმდნენ ბულგარეთის ანტარქტიდის ინსტიტუტსა და საქართველოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობის თაობაზე. ასევე, განიხილეს მიმდინარე წელს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეოგრაფიული რუკების ერთობლივი ბულგარულ-ქართული გამოფენის მოწყობის საკითხი.
შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა ბულგარეთის ელჩი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც მიიწვია, რომელშიც, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას ბულგარეთის უძველესი უნივერსიტეტის - სოფიის უნივერსიტეტის რექტორი მიიღებს.