ანონსი
24 იანვარს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის „განათლების პერსპექტივების ანალიზი“ („LEARNING TO REALIZE EDUCATION’S PROMISE“) პრეზენტაციას გამართავს.
მსოფლიო ბანკის მთავარი ანალიტიკური პუბლიკაცია ეძღვნება ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება ზოგადი განათლების განვითარების პროცესში.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი - მერსი ტომბონი, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახელმძღვანელი ჰოლსი როჯერსი, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ტრენერები და განათლების ექსპერტები დაესწრებიან.
ადგილი: ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
მისამართი: ჭავჭავაძის N 1