განცხადება დანართი 4 "კონკურსის გამოცხადების შესახებ"
შპს საერთაშორისო სამედიცონო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7 პუნქტების, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის, ,,შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად, შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში (ქ. ბათუმი) 2018 წლის 15 იანვრიდან ცხადდება კონკურსი დამხმარე პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი;
დ) სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი;
ე) საგამოცდო ცენტრის უფროსი;
ვ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ზ) ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
თ) ბიბლიოთეკის გამგე;
ი) კანცელარიის გამგე;
კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
ლ) იურიდიული სამსახურის უფროსი;
მ) საფინანსო სამსახურის უფროსი;
ნ) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
პ) ექიმი.
საკონკურსო მოთხოვნები
I ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება“; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება;
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
II სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
III სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ხუთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური და რუსული ენა.
IV სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
V საგამოცდო ცენტრის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- I საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური, თურქული და რუსული ენა.
- II ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური და რუსული ენა.
VIII ბიბლიოთეკის გამგე
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური და რუსული ენა.
- კანცელარიის გამგე
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური და რუსული ენა.
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება;
მინიმალური კომპეტენცია: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- იურიდიული სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია პროფესიით მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება;
მინიმალური კომპეტენცია: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის იურდიული სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- საფინანსო სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
- ექიმი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არა უმცირეს ხუთწლიანი გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
მინიმალური კომპეტენცია: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება; შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის დებულება.
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია
საკონკურსო დოკუმენტაციის (საბუთების) წარმოდგენა მიმდინარეობს 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 05 თებერვლის 17 საათამდე, ხოლო კონკურსი (გასაუბრების ფორმით) ჩატარდება 2018 წლის 12 თებერვალს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ქსნის ქ. N35.
საბუთების მიღება იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში დილის 10 საათიდან 17 საათის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ქსნის ქ. N35. საბუთების ელექტრონული მიღება იწარმოებს ასევე ელექტრონული ფოსტის: newimtu2018@gmail.com მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეებმა (კონკურსანტებმა) უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი;
ბ) ფოტოსურათი ¾ დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
გ) განცხადება და შევსებული ანკეტა (იხ. მიბმული ფაილი);
დ) ავტობიოგრაფია/CV;
ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა: შერჩეული და სამსახურში მიღებული კონკურსანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.