ანონსი
23 დეკემბერი, 11.00 საათზე , სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართება.
მემორანდუმის მიზანია საშუალო და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური .
შეხვედრაზე წარმოდგენილნი იქნებიან დირექტორები ორმოცი სკოლიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და წყალტუბო).
მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“