პროექტ „ევრიკა“-ს ფარგლებში უმაღლესი რანგის პროფესიონალები, მეცნიერები და მკვლევარები სასკოლო განათლების დონეზე სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ახალ პროექტ „ევრიკაზე“ ისაუბრა, რომლის მიზანს მოზარდების მეცნიერებით დაინტერესება წარმოადგენს.
მინისტრის თქმით, მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად და სწავლის შემდეგი ეტაპებისთვის მოსამზადებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდება, რაც გულისხმობს უმაღლესი რანგის პროფესიონალების, მეცნიერებისა და მკვლევარების სკოლებთან კავშირს.
ამასთან, პროექტ „ევრიკა“-ს ფარგლებში, სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. სწავლების ეს ციკლი კი, პროფესიული განვითარების საშუალებას შესაბამისი საგნის პედაგოგებსაც მისცემს.