მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზ სმიტთს შეხვდა, რომლებმაც ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზების, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერაზე.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული საქმიანობისა და ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა მინისტრს, იანვარში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიო განათლების ფორმუზე დასასწრებად, ბრიტანეთის განათლების სახელმწიფო მდივნის მოწვევის წერილი გადასცა.