ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, აბიტურიენტებო !
ინტერნეტპორტალი www.edulive.ge გთავაზობთ მეთოდურ, სამეცნიერო და პოპულარულ სტატიებს ქიმიის სწავლება/სწავლით დაინტერესებული პირებისთვის.
ქიმიის პედაგოგებს შევთავაზებთ რეკომენდაციებსა და რესურსებს, რომლითაც დავეხმარებით ესგ შესაბამისად დაგეგმონ, წარმართონ და შეაფასონ საკუთარი სასწავლო პროცესი, რათა სკოლის მოსწავლეებმა ქიმიაში ფუნქციური ცოდნა შეიძინონ და ქიმიის ცოდნის ღირებულებაც გააცნობიერონ.
მოსწავლეებისთვის მოვამზადებთ სანიმუშო ტესტებსა და პოპულარულ წერილებს. ვეცდებით მათი ქიმიის სწავლისადმი ინტერესი გავზარდოთ, პრაქტიკული, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ და ქიმიის საატესტატო გამოცდის პრობლემაც მოვუხსნათ.
ჩვენს მიერ მომზადებული მასალა დაეხმარება აბიტურიენტებს წარმატებით ჩააბარონ ქიმია ეროვნულ გამოცდაზე მათ მიერ არჩეულ სპეციალობაზე. იმედი მაქვს, ჩვენთან თანამშრომლობით, ქიმიის ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რიცხვი გაიზრდება.
პრობლემა, რომელსაც შევეჭიდეთ, რთულია-ქიმიის სწავლისადმი ინტერესი თანდათან იკლებს. ჩვენი ვალია ვებრძოლოთ ამ მოვლენას. ბრძოლის გზა გრძელი და შორსგამიზნულია, შედეგიც იოლად არ მიიღწევა.
უკვე მომზადებულია და მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი ესგ დაწყებითი სკოლისათვის. მომზადების პროცესშია საბაზო და საშუალო სკოლების ნორმატული დოკუმენტი. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ პრობლემურ საკითხებზე და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქიმიის ახალი სტანდარტის შექმნაში.
ყველას, ვისაც აინტერესებს ქიმია, გთხოვთ, ითანამშრომლოთ ჩვენთან: მოგვწეროთ თქვენი სურვილები, მოსაზრებები. გაგვიზიაროთ გამოცდილება, გაგვაცნოთ თქვენ მიერ, მოსწავლეებთან ერთად შექმნილი რესურსები.
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ ერთად შევქმნით წარმატების ფორმულას.
როგორი სკოლადამთავრებული მოსწავლე გვსურს?
რომელიც შეძლებს შეძენილი ცოდნის მიზანმიმართულად, საზოგადოების სასარგებლოდ გამოყენებას, სამყაროს მოვლენების ერთიანობის გაცნობიერებას,გარემოს დაცვასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე ზრუნვას. ასეთი პიროვნების გაზრდაში ქიმიის გაკვეთილებს ლომის წილი აქვს.
როგორი ქიმიის მასწავლებელი გაზრდის ასეთ ახალგაზრდას?
რომელიც მუდივად ზრუნავს თავის პროფესიულ ზრდაზე, აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების მეტაკონიტური უნარები. იყენებს აქტიური სწავლების მეთოდებს, მუდმივად აწარმოებს პედაგოგიურ და ქიმიურ კვლევას.
ვუსურვოთ წარმატებები ერთმანეთს.
პატივისცემით ლია თევზაძე
http://edulive.ge/geo/news/category/107-qimia