ანონსი
7 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გამოფენა გაიხსნება, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებულ უნიკალურ ფოტომასალას, ხელნაწერებს, პირადი მოხმარების ნივთებს და ა.შ. სკოლის მუზეუმში დაცულ დიდი ილიას ექსპონატებს გაეცნონ.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაიმართება შეხვედრების ციკლი: „ილია ჩვენი თანამედროვე“, სადაც მწერლები, ლიტერატორები და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ლექცია/დისკუსიებს გამართავენ.
გიმნაზიაში საფუძველი ჩაეყრება ასევე სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომლთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და სხვა.
სრული პორგრამის სანახავად გადადით ბმულზე: http://www.mes.gov.ge/content.php?id=7779&lang=geo
ადგილი: თბილისის კლასიკური გიმნაზია
მისამართი: რუსთაველის 10