კლასიკურ გიმნაზიაში სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაფუძნდება
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისის კლასიკური გიმნაზია აწყობს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც 7 ნოემბერს, 18:00 საათზე, გიმნაზიაში სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოებას ჩაეყრება საფუძველი.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს არაერთი წარმატებული, საზოგადოების მხრიდან დაფასებული და პატივსაცემი მწერალი, პოლიტიკოსი თუ ცნობილი ადამიანი წარმოადგენს.შესაბამისად, თბილისის კლასიკური გიმნაზია საკუთარ კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, გახდნენ გიმნაზიის საზოგადოების წევრები, რათა მათ გიმნაზიის განვითარებასა და გაძლიერებაში მნიშვენელოვანი წვლილის შეტანა შეძლონ.
თბილისის კლასიკური გიმნაზია იმედს გამოთქვამს, რომ თქვენ მსობლიური სკოლისადმი მადლიერებას გამოხატავთ და მის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებით.
პატივისცემით, თამარ კაპანაძე
სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი