მედია ანონსი: პროექტის ფარგლებში „პროგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია!“ საჯარო ლექცია იმართება.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში სამშვიდობო დიალოგის აქტუალიზება და პროგრესული ხედვების გამოვლენის ხელშეწყობა.
► 2 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgiaში (გუდიაშვილის N8) საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსებისა" (Conciliation Resources) და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD პროექტის "პროგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია!" ფარგლებში გაიმართება მორიგი საჯარო ლექცია: "ოფიციალური და სახალხო დიპლომატია - მიღწევები და გამოწვევები". რა არის სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, როგორც მიზნების, აქტორების, მეთოდების, მიდგომების, ისე ურთიერთქმედების თვალსაზრისით. რა როლი ეკისრება სახალხო დიპლომატიას კონფლიქტების მოგვარებაში და რამდენად ეფექტურად გამოიყენება ეს ფორმატი? - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს:
◾ პაატა ზაქარეიშვილი - 2012-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობდა, ადამიანის უფლებების, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. 2009-2012 წლებში ბატონი ზაქარეიშვილი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე გახდა. მანამდე იგი იყო "შლაინინგის" დიალოგის პროცესის კოორდინატორი შერიგების რესურსების (ლონდონი) და ბერჰოფის კვლევითი ცენტრის მშენებლობის საკითხებში (ბერლინი). 2000-2001 წლებში ბატონი ზაქარეიშვილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეთნიკურ უმცირესობათა კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995 წლიდან 2012 წლამდე ბატონი ზაქარეიშვილი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (USA) ინიციატივით პროგრამის "აფხაზურ-ქართული სამშვიდობო და თანამშრომლობა მრავალჯერადი ინიციატივების" კოორდინატორი. პაატა ზაქარეიშვილმა კაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ის ასევე არის თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული.
ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:
ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N8).