სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, სამინისტროში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი როგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.
სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული.