მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა
საჯარო სკოლებში ხარისხის მართვის მექანიზმები უმჯობესდება და ამ მიზნით, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემას (eschool.emis.ge) დაემატა მონიტორინგის მოდული. აღნიშნულ მოდულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს ექნებათ ხედვისა და რედაქტირების რეჟიმი.
მონიტორინგის მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროცესის შესახებ ინფორმაცია აკუმულირებული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც სტატისტიკურ მონაცემთა გაანალიზების კარგი ინსტრუმენტი იქნება. სიახლე შესაძლებელს გახდის ეფექტურად განხორციელდეს მონიტორინგი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და სკოლებს ოპერატიულად მიეწოდოს რეკომენდაციები.
მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესში გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის შენიშვნები და რეკომენდაციები.
საჯარო სკოლებში ელექტრონული მონიტორინგის წარმოების ხელშესაწყობად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს შესაბამის დეპარტამენტსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტაბლეტების შესყიდვა, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება მონიტორინგის მიზნებს.