შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურებებისთვის იურიდიული პირ(ებ)ის გამოვლენის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურებებისთვის იურიდიული პირ(ებ)ის გამოვლენის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 21 მარტის №01-62/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.10.07.003.777) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობზე) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის მომსახურებაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) გამოვლენილ იქნა გამარჯვებული ორგანიზაცია - „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“.
გამარჯვებული ორგანიზაციისათვის ქონების გადაცემა მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის საფუძველზე, რისთვისაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს საჭირო პროცედურებს.