შეხვედრა ჟან-კრისტოფ ბელიარდთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
ჟან-კრისტოფ ბელიარდი საქართველოში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით იმყოფება.
შეხვედრისას, უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეფასდა სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ამოქმედება, რაც საქართველოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასთან მაქსიმალური თავსებადობისკენ იქნება მიმართული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და მის გარეთ. ასევე, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება რუსეთთან კონფლიქტს და ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური