განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
9 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.
მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და განაცხადის გაკეთების დროისთვის დასრულებული აქვთ სწავლა.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას. ერთობლივი პროექტების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. საპროექტო განაცხადში უნდა იქნეს მითითებული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში შესაძლებელია ცენტრის იმ სტიპენდიანტების ჩართვა, რომლებსაც სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.
მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
განათლების საერთაშორისო ცენტრი
მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 7;
ტელ: 0322 97 01 97;
ელ.ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებ.გვერდი: http://iec.gov.ge/