ჰარვარდის სტუდენტების მოტივაციის 15 პუნქტი
1. შენ თუ ახლა ჩაგეძინება, რა თქმა უნდა, სიზმარში შენს ოცნებას იხილავ; მაგრამ, თუ შენ ახლა ისწავლი, ამ ოცნების განხორციელებას რეალურ ცხოვრებაში შეძლებ.
2. როცა ფიქრობ, რომ უკვე ძალიან გვიანია, სინამდვილეში ყველაფერი ჯერ კიდევ ადრეა.
3. სწავლასთან დაკავშირებული ტანჯვა დროებითია. უცოდინარობით ტანჯვა კი სამუდამო!
4. სწავლა დრო არაა. სწავლა ძალისხმევაა.
5. ცხოვრება მხოლოდ სწავლა არაა, თუმცა, თუ ამ ნაწილს არ გაივლი, როგორ გაიგებ რა შეგიძლია?
6. დატკბი მუდმივი ზრდის შესაძლებლობით.
7. ისწავლე ყველაფრის ადრე კეთება, ისწავლე ძალისხმევის მოკრება, ისწავლე შედეგების მიღება.
8. ყველას ყველაფერში წარმატების მიღწევა არ შეუძლია. თუმცა, წარმატება მოდის თვითგანსწავლულობითა და გადაწყვეტილებების მიღებით.
9. დრო არასდროს არ ჩერდება, მაგრამ თუ არაფერს აკეთებ, უდიდესი სისწრაფით ჩაგივლის.
10. ლიდერი ყველაფერს ჰყავს. ყველას შეუძლია საკუთარ სფეროში ლიდერობას მიაღწიოს.
11. ადამიანები, რომლებიც მომავლისთვის რაიმეს წინასწარ იმზადებენ, რეალისტები არიან.
12. შენი წარმატება პირდაპირპროპორციულია შენი შემეცნების სისწრაფესთან, გამოკვლევასთან და ინფორმაციის გადამუშავებასთან.
13. დღევანდელი დღე არასდროს განმეორდება.
14. შენი კონკურენტები ახლაც კი გონივრულ წიგნებს ფურცლავენ.
15. თუ არ არის მონდომება, არ იქნება მოგება.