მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
ნინო აბულაძე, ქალაქ თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
ვლადიმერ აფხაზავა, ლაჩნხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი/სპეცმასწავლებელი;
თეა ნონიკაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
ნათია ფურცელაძე, კერძო სკოლა ,,ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ეკა წულუკიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დღეს დასახელებული 5 ფინალისტიდან ერთერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება და ამასთან ერთად, მიიღებს ფულად პრიზს 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც კამპანიის გენერალური სპონსორისაგან ინა გუდავაძე -პარატკაციშვილისაგან გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს ,,ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოვებს.
კოალიცია ,,განათლება ყველასათვის_ საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მემორანდუმით დაფუძნებული, ეს კონკურსი პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისაკენ მიმართული გლობალური კამპანიის ,,The Global Teacher Prize”-ის ნაწილს წარმოადგენს;
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში სულ 114 მასწავლებელი მონაწილეობდა;