როგორ გავხდე ლიდერი?…
ვინ არის ლიდერი _ ადამიანი თანდაყოლილი ნიჭით თუ შეძენილი ცოდნით?.. რას ფიქრობთ თქვენ?..
დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა – არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ყველაზე ღირებული ცოდნა გადმოგვცენ და ამით მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალონ… სწორედ ისინი არიან ლიდერები.
დედამიწაზე რამდენი ადამიანიც დადის იმდენი განსხვავებული ხასიათი და ბუნება არსებობს. თუმცა, ცხოვრობენ პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ
ამდენი განსხვავებული აზრი ერთ იდეად გააერთიანონ.
თითოეული ჩვენგანი რაღაცისთვის იბრძვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება პოლიტიკა , ხელოვნება , ბიზნესი … მთავარია, როგორ იბრძვის. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ბრძოლის ველზე მარტო არათუ გაიმარჯვებს, არამედ ვერ გადარჩება.
თუ გინდა, იყო წარმატებული, შეძლო ოცნების განხორციელება ,უნდა ეცადო საერთო მიზნის მქონე ადამიანებს წინ წაუძღვე, ოღონდ არა გადატანითი მნიშვნელობით. პირველი შენ უნდა გადადგა ნაბიჯი, შეეცადე მათთვის მისაბაძი გახდე, შენი ცოდნა , უნარები გაუზიარე. შესაძლოა , დამცირების ატანა მოგიწიოს, ან უბრალოდ არ გაგიმართლოს, მერე რა , შეცდომა ყველას მოსდის. მთავარია ფეხზე წამოდგომას როგორ შეძლებ. არასდროს შეგეშინდეს სიახლეების. რაღაც არ გამოგივა? – უბრალოდ გაიღიმე და ცადე თავიდან. თუ ხედავ , რომ შენი გუნდის წევრს ,რაღაც არ გამოსდის ეცადე , დაეხმარო და ერთად მიხვიდეთ შედეგამდე. შენი ასეთი ქმედება პატივისცემას მოგიტანს. ბრძანებების გაცემაზე ადვილი არაფერია, თუმცა, როცა ხედავ , რომ ვიღაც შენს დავალებას არა მოვალეობის გამო ,არამედ იმიტომ ასრულებს, რომ მხარში გიდგას, ამაზე სასიამოვნო გრძნობა არ არსებობს …
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით. ერთდროულად 2 პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. ორივემ ბევრი რამ მასწავლა, უფრო სწორად დამანახა გამერჩია როგორი ,,მართვა“ არის სწორი . თუ შეძლებთ გახდეთ ლიდერი დამიჯერეთ, თქვენ ადამიანები გამოგყვებიან. იყავით გუნდის თითოუეული წევრისთვის იმედი და დასაყრდენი, მაშინ ისინი თქვენს გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. ფინჯანში ნახევარზე ჩასხმული წყალი ვიღაცისთვის ნახევრაც ცარიელია, ვიღაცისთვის კი -ნახევრად სავსე. მთავარია , პატივისცეთ ორივე შეხედულებას და არ დაიზაროთ თითოეულის მოსმენა. თუ აგრძნობინებთ, რომ მათ აზრს ფასი აქვს და ითვალისწინებთ, მაშინ ისინი საუკეთესო წინადადებებით მოვლენ თქვენთან, შედეგი კი გარანტირებული გექნებათ.
წყარო http://editori.ge/