თანადგომა, სიკეთე და თავისუფლება
სამი ყველაზე ცნობილი პედაგოგიკა
ბავშვის განათლების მიღებისას, ყოველთვის ჩნდება სამი შეკითხვა: რას სწავლობს? სად? როგორ? თუმცა არსებობს კიდევ ერთი: რომელი პედაგოგიკის მიდგომებით მუშაობენ მასთან? მონტესორი, ვალდორფი და რეჯიო ემილია- ამ პედაგოგიურ მეთოდებს მთელ მოფლიოში ათიათასობით მიმდევარი ჰყავთ, მათ შორის, საქართველოშიც. მათ პირობითი სახელებიც შეიძლება ვუწოდოთ : თანადგომის, თავისუფლების და სიკეთის პედაგოგიკა
თანადგომის პედაგოგიკა ამ სამიდან უძველესი მარია მონტესორის მიდგომაა. მისი ამოსავალი წერტილია, „დამეხმარე, რომ თავად შევძლო ამის გაკეთება.“ მონტესორის პედაგოგიკას იზიარებს საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკაც როგორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ასევე საჯარო სკოლებიც. 00„მინდა ჭკვიანი ვიყო“- ეს მონტესორის პედაგოგიკის მთავარი დევიზი მას შემდეგაა, რაც მეცხრამეტე საუკუნის 90-ინ წლებში თავისი თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შედეგად, გონებრივი ჩამორჩენილობისმქონე 8 წლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები წერა-კითხვაში და საშუალოზე მაღალი ქულებიც მიიღეს. ეს იმდროინდელ იტალიაში „პატარა სასწაული“ იყო. მონტესორის პედაგოგიური იდეები სამ პრინციპს ემყარება: თამაშის ელემენტებით გაჯერებული სწავლა, რომელიც ბავშვებს თამაშ-თამაშით და აღმოჩენებით მკვლევარებად აქცევს; აღსაზრდელების კვებასა და მოსვენებაზე გათვლილი პრინციპი, რომელიც ბავშვების სოციალურ-სასწავლო პროცესს ხელს უწყობს; აღსაზრდელ-აღმზრდელების ურთიერთობა, თანამშრომლობა, რომელშიც აღმზრდელი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით მათი თანამშრომელი ხდება აღზრდა-სწავლების პროცესში. მონტესორისეულ საბავშვო ბაღში ბავშვი ხვდება “მომზადებულ გარემოში” .ჩვეულებრივ, მონტესორის ოთახი იყოფა ყურადღების კონცენტრაციის ხუთ ზონად :პრაქტიკული ცხოვრება, სენსორიკა, ენა, მათემატიკა,ბუნებისმეტყველების საფუძვლები. მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით, მთავარია გრემო, ბავშვის პირადი სივრცე, ცხოვრებისეული პრაქტიკა, სენსორული გნვითარება,მატემატიკური განვითრება და კოსმიური აღქმა. გარემო -ყოველი ბავშვი ვითარდება თავისი, აბსოლუტურად ინდივიდუალური გეგმით სპეციალურად მომზადებულ გარემოში. პირადი სივრცე - ბავშვი ეცნობა “მოზრდილთათვის” განკუთვნილ ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიას, როგორიცა პირადი სივრცის ცნება. უბრალოდ, როცა პატარა მისთვის განკუთვნილ ხალიჩას შლის, ის თავის პირად სივრცეს ეუფლება. ცხოვრებისეული პრაქტიკა- ეს არის ვარჯიშები ყოველდღიური ცხოვრებისეული პრაქტიკის სფეროდან, რომლებიც ბავშვს ეხმარებიან საკუთარ თავზე ზრუნვაში. სენსორული განვითარება -სენსორული ანუ მგრძნობელობითი განვითარების სფეროში ბავშვს შეუძლია ყველა იმ შეგრძნების აღქმა, რომლის დეფიციტსაც განიცდის ამა თუ იმ მიზეზის გამო. მათემატიკური განვითარება -ბავშვი უბრალოდ ცხოვრობს წინასწარ მომზადებულ სფეროში, რომელიც მთლიანად მათემატიკითაა “გაჟღენთილი”. კოსმიური აღქმა- ეცნობა ყველაზე რთულ თეორიებს ადამიანის აგებულების, გეოგრაფიის, ისტორიის, მცენარე-ებისა და ცხოველების შესახებ. ბავშვის წინაშე გადაიშლება სამყაროს სრული სურათი, ის იწყებს მისი მთლიანობის გაცნობიერებას და საკუთარი თავის, როგორც ამ მრავალფეროვანი სივრცის ნაწილის, აღქმას. მონტესორის სამჯერ მიანიჭეს ნობელის პრემია პედაგოგიკაში განსაკუთრებული წვლილისა და მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის გამო. დღეს მონტესორის სკოლა და მისი მეთოდი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
თავისუფლების პედაგოგიკა პედაგოგიკას, რომელზედაც ახლა გიამბობთ, არც მეტი-არც ნაკლები, სიგრეტის ქარხნის სახელი ჰქვია. იგი ავსტრიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის ზოგად ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. პირველი ვალდორფის სკოლა გაიხსნა გერმანიაში, შტუტგარტში 1919 წელს. სკოლის დაარსების ინიციატორი გახლდათ სიგარეტის ფაბრიკა „ვალდორფ-ასტორიას“ დირექტორი ემილ მოლტი. სწორედ ამიტომ, ქარხნის საფირმო სახელიდან- „ვალდორფ-ასტორია”, შეირჩა პედაგოგიკის სახელიც. ვალდორფის პედაგოგიკა 90 წელზე მეტს ითვლის. დღეისთვის მსოფლიოს 60 ქვეყანაში 1000-მდე ვალდორფის სკოლა და 2000-მდე ვალდორფის საბავშვო ბაღი არსებობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ვალდორფის საბავშვო ბაღი, როგორც სკოლამდელი აღზრდის სისტემა, წარმოადგენს ვალდორფის პედაგოგიკის შემადგენელ ნაწილს. ვალდორფის პედაგოგიკის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველ შვიდწლეულს, ანუ სკოლამდელ ასაკს. ეს არის ძირითადად ფიზიკური სხეულის ჩამოყალიბების პერიოდი და ბავშვი შინაგანი ძალებით მთლიანად ემსახურება ამ ამოცანას. რაც განვითარების ამ პერიოდში აისახება, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური, ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება. სწორედ ამ პერიოდში ხდება ისეთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური უნარების მოპოვება, როგორიც არის გამართული სიარული, მეტყველება და აზროვნება. ამავე დროს ყალიბდება საკუთარი თავის აღქმა გარე სამყაროსთან მიმართებაში, საფუძველი ეყრება ადამიანის სოციალურობას. ამ ასაკში მიღებული ჩვევები და უნარები, ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ეს არის ასაკი, როდესაც ინტელექტის ძალები გარკვეულ ბუნებრივ განვითარებას განიცდის. ვალდორფის პედაგოგიკის მიმდევრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ინტელექტუალურად ბავშვი ზედმეტად არ გადაიტვირთოს, რადგან ეს მის ფიზიკურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ვალდორფის პედაგოგიკას საქართველოში არც თუ ბევრი მიმდევარი ჰყავს. თუმცა თბილისში 1990 წლიდან არსებობს თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღი. ბაღმა მუშაობა 1990 წელს ერთი ჯგუფით დაიწყო. 1997 წლიდან ბაღს მეორე ჯგუფიც დაემატა, ხოლო 2006 წლიდან უკვე ოთხი ჯგუფით განაგრძო მუშაობა. ბაღის მიზნები ვალდორფის პედაგოგიკის ძირიტდი იდეების მატარებელია: „ბავშვის შესაძლებლობების სრულყოფილი, ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო-პირობების შექმნა; ბავშვის ფიზიკურ-მოტორული, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარება; გრძნობათა ორგანოების, აღქმის, ფანტაზიისა და შემოქმედებითი, ეთიკურ-მორალური, აგრეთვე მოტივაციის და კონცენტრაციის უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა; ბავშვისთვის შევქმნათ კეთილი, მორალური, სამაგალითო და მისაბაძი გარემო.
სიკეთის პედაგოგიკა მას პედაგოგიკას კი არა, უფრო ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებას ეძახიან. ეს მეთოდიკა გარე სამყაროს განიხილავს, როგორც „მესამე აღმზრდელს“, მშობლების და პედაგოგების შემდეგ. რეჯიო- ემილიას პედაგოგიკა იტალიის ჩრილოეთით მდებარე ამავე სახელობის ქალაქში დაიბადა. ქალაქში, ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ ომის მოწინააღმდეგე თაობები აღეზარდათ. ამისთვის საჭირო იყო ახალი გზა, რომელიც ლორის მალაგუციმ დაინახა და იგრძნო. ლორისი წლების მანძილზე ქალაქის საბავშვო ბაღებში მუშაობდა და ძალიან დიდი გამოცდილებას და ცოდნას ფლობდა. ის საკუთარ თავს სკოლამდელი განათლების სისტემის პროვოკატორს ეძახდა, რადგან მუდმივად ძიების, რკვევის პროცესში იყო. რეჯიო-პედაგოგიკა ჰარმონიულად აერთიანებს ბავშვს, მის მშობლებს დ გარე სამყაროს. მთავარი პოსტულატია: ბავშვს აქვს განათლების და განვითარების უფლება ,მიუხედავად მისი შესაძლებლობის და სოციალური სტატუსისა. რეჯიო-პრონციპები კი ასეთია: აღზარდე დემოკრატიულად, სოციალური სამართლინობის და სოლიდარობისს შეგრძნებით. „ჩვენ ბავშვების ასისტენტები ვართ და არა აღმზრდელები“- ამბობდა ლორისი. ამიტომაც ყველა პროექტი ბავშვების საუბრიდან გამომდინარე, მათი ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. ბავშვები ამ პროცესებში მთლინად არიან ჩართულები,ისინი გეგმავენ აქტივობებს და ახორციელებენ მათ. ერთი პროექტი, შესაძლოა, ერთი საათიდან, ერთ თვემდე გაგრძელდეს, - დროც კი პატარების ინტერესზეა მორგებული. რეჯიო- მომზადებისთვის მთავარია პროცესი და არა საბოლოო პროდუქტი. რეჯიო-მეთოდიკის სათამაშოები უაზრო თოჯინები და მანქანები როდია, არამედ თიხა, ქვიშა, ხის ნაფოტები, გირჩები, თაბაშირი, ქაღალდები... ბავშვებს უფლება აქვთ ქვებით, პატარა ჭანჭიკებით, ქანჩებით ითამაშონ და თავიანთი ფანტაზიის მიხედვით გამოიყენონ. „ბავშვებს ასი ენა აქვთ, მაგრამ ოთხმოცდა ცხრამეტს დიდები ართმევენ. ამიტომაც ყველა ეს და სხვა საგანი პატარებს თვით გამოხატვისთვის სჭირდებათ“- წერდა პედაგოგიკის შემქმნელი. რეჯიო-მომზდება ელემენტრული პედაგოგიკის ყველაზე ამბიციურ მიმართულებად ითვლება. 1991 წელს ექსპერტებმა რეჯიო-ემილია, ბავშვთან სრულიად განსხვავებული მიდგომების გამო, საუკეთესო მეთოდად დაასახელეს. მალე მთელს მსოფლიოში დაიწყო რეჯიო- ბაღების შექმნა. პირველად სიახლე გერმანიამ გაიზიარა. 1994 წელს კი ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემემ „Newsweek“-მა, ეს ბაღები მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ბაღებად მოიხსენია. გასულ წელს რეჯიო-ემილიას მეთოდი, საცდელი პროექტის სახით, თბილისის მე-6 ბაგა-ბაღის 2 ჯგუფში დაინერგა.ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას თქმით, ბაღებში დამატებითი ადგილების შექმნის გარდა, მათი პრიორიტეტი სააღმზრდელო პროცესში თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვაა. „რეჯიო ემილიას ბაღები’’ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბაღში ჯგუფის სივრცე მოწყობილია სხვადასხვა კუთხეებად, ისე რომ ბავშვს ჰქონდეს ბუნებრივი მასალებით გირჩებით, წიწვებით, ნიჟარებით, ბუნებრივი ქსოვილით მანიპულირებისა და სხვადასხვა საგნების საკუთარი ფანტაზიით შექმნის საშუალება. ეს ბავშვს საშუალებას აძლევს შემოქმედებითად გამოიყენოს მასალები და განივითაროს უნარ-ჩვევები. ყველაფერი ეს ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული’’ „რეჯიო ემილიას“ მეთოდოლოგიის დანერგვა თბილისის კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღში იგეგმება. მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანია საბავშვო ბაგა-ბაღების სააღმზრდელო ჯგუფების ინტერიერი, რეჯიოს ოთახები ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ავეჯით უნდა იყოს მოწყობილი, კედლები კი ნატურალურ ფერებში გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ მშობლები აქტიურად არიან ჩართულები ბაღის ცხოვრებაში, ხდება ყოველდღიური კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად ბავშვის წარმატებებზე და მიღწევებზე. მონტესორი-თანადგომა, ვალდორფი-თავისუფლება, რეჯიო-ემილია -სიკეთე- ეს სამი განსხვავებული გზა, ერთ წერტილში იყრის თავს- ჭკვიანი ბავშვი.