განათლებული თაობა
მარიამ გაფრინდაშვილი დაიბადა 1996 წლის 7 იანვარს, ქალაქ ჭიათურაში. დაამთავრა ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლა(ოქროს მედალი).2014 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჟურნალისტიკა და მასბრივი კომუნიკაცია). ის ექვსი წლის ასაკიდან ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში, როგორებიცაა: ცეკვა,მუსიკა,ცურვა,ენების შესწავლა,საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა,სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში მონაწილეობის მიღება. წარმოგიდგენთ მის მიღწევებს და განათლებული საქართველოს რედაქცია უსურვებს მარიამს წარმატებებს პირად და სამოქალაქო ცხოვრებაში.
პირველი ხარისხის დიპლომი მოსწავლეთა 65-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის შემოქმედ მოსწავლეთა სექციაში მოპოვებული გამარჯვებისათვის. ლაურეანტის წოდებები შემდეგ კონკურსებში: „ოქროს საწმისი“, შავი ზღვის ქვეყნების ბავშვთა ფოლკროლური ცეკვების 2-ე საერთაშორისო ფესტივალი. ცეკვა „ქართული“ - ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური კონკურსი(2007), „ოქროს მართვე“ - ფოლკლორის ფესტივალი. საქართველოს ჩემპიონატი ცურვაში - ვერცხლის და ბრინჯაოს არაერთგზის პრიზიორი 50, 100 და 200 მეტრ დისტანციებზე გულაღმა ცურვაში. გამარჯვებული ქალაქ თბილისის ღია ჩემპიონატში 50, 100 და 200 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვაში(2011). მეორე და მესამე ადგილის პრიზიორი სომხეთის ღია პირველობაზე ცურვაში. ორგანიზაცია Peace Corp-ის მიერ ორგანიზებულ „Kutaisi’s Student Model United Nations Conference”-ის გამარჯვებული. პირველი ადგილი იმერეთის მასშტაბით ინგლისური ესეების კონკურსში „Write On!”. მადლობის სიგელი Building bridges of learning between the classrooms of the world - ისგან საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების გაზიარებისთვის მსოფლიოსათვის. სერთიფიკათი Peace Corp-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების სერიაში „ Professional Development”. 2012-2013 National English Spelling Competition იმერეთის გამარჯვებული და საქართველოს ფინალისტი. მშიდობის კორპუსის ორგანიზებული ტრენინგი: შიდსი, თანასწორთა განათლება, ჯანსაღი ცხოვრება. ასევე აქტიურად ჩართული სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში, მაგალთად: გარემოს დაცვა. შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. Tbilisi 2015 (ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი) - ატაშე.
ენები: ინგლისური, რუსული, ფრანგული.