როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროფესიის არჩევაში
პროფესიის სწორად შერჩევაზე და დაგეგმვაზე ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრებაა დამოკიდებული, ახალი ტექნოლოგიების განვითარება და ადამიანის კეთილდღეობის ზრდა კი წარმოქმნის ბევრ ახალ იდეას, ცვლის ძველ წარმოდგენებს. შესაბამისად, მოსწავლეებსაც უჩნდებათ შეკითხვები, სად შეიძლება ინფორმაციის მიღება მომავალი პროფესიის შესახებ.