თბილისში ბაღების ფასადებს შეაკეთებენ
თბილისის ხუთი ბაგა-ბაღის ფასადის რემონტი იგეგმება. თანხები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო მეტალის კიბის შეღებვას და ა.შ. ფასადის შეკეთება იგეგმება იმ ბაღებში, რომლებშიც ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა. ესენია: №197, №54, №112, №121 და №115 ბაღები. ფასადის შეკეთების სამუშაოების შესრულების ვადად 15 ივნისიდან 30 აგვისტომდე განისაზღვრა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 916 ლარს შეადგენს.