პროფკავშირი აღმზრდელებს მათ უფლებებზე ესაუბრა
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას 551 თანამშრომლიდან 433 პედააგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრია. თვისუფალი პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების და საბავშვო ბაღების პედკოლექტივსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და საუბრის უმეტესი დრო, ბაგა- ბაღებში დასაქმებულთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობას დაეთმო. გარდა ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია გაბროშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროფკავშირის რაიონალური ორგანიზაციის საქმიანობაც დეტალურად გააცნო .
ნათია გაბროშვილი (პედაგოგთა და მეცნიერთა რაიონული ორგ. თავმჯდომარე): „ ჩვენ გავაფორმეთ კოლექტიური ხელშეკრულება ბაღების გაერთიანებასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო აღმზრდელთა ინფორმირება მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებზე, რათა მათ ეფექტურად მოახერხონ საკუთარი უფლებების დაცვა საჭიროების შემთხვევაში“
საინფორმაციო შეხვედრას მხარეებმა ნაყოფიერი უწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ.