ანონსი
23 თებერვალს, 14:30 საათზე, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება.
ადგილი: ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა
მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. #49, თბილისი