წიგნი სახელწოდებით “მოვალ შენამდე”
მ/წლის 12 მარტს 16 საათზე, საქ. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება მწერალ ქალბატონ ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო.
ცნობისთვის, ქ-ნი ბელას პირველი წიგნი “ფიქრებით ნაქსოვი ფარდაგი” გამოიცა 2013 წელს და მიუძღვნა დედას. ამ წიგნში ქ-ნი ბელას სათუთი სული და ლამაზი გულია ჩადებული და ამიტომაც შეიყვარა მკითხველმა მისი “ფიქრებით ნაქსოვი ფარდაგი”.
ამჟამად კი მწერალი ბელა ალანია წარმოგვიდგენს თავის მეორე წიგნს (პროზას) სახელწოდებით “მოვალ შენამდე…”, სადაც ავტორი წარმოგვიდგენს თავის ემოციებს და გრძნობებს მოთხრობების, ნოველების, ჩანახატების და მოკლე ჩანაწერების სახით და ასე მიდის მკითხველამდე.
ქ-ნი ბელა ამავდროს გახლავთ მწერალთა კავშირის წევრი.
დასწრება თავისუფალია.
წყარო: http://editori.ge/