სკოლამდელი განათლების პროექტს იმერეთის რეგიონში გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ საჯარო პრეზენტაცია ამჯერად იმერეთის რეგიონისთვის სამტრედიაში გამართეს.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, მეთოდისტები და აღმზრდელ პედაგოგები ესწრებოდნენ.