მცხეთის ბაღები - 2015 წელი
თექვსმეტი ჯგუფი ხუთ საბავშვო ბაღში- მცხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 2015 წელი ბავშვების რეგისტრაციის მაღალი მაჩვენებლითაც გამორჩეული იყო. ბავშვების სიმრავლის გამო, ხუთივე ბაგა-ბაღს დამლაგებლის შტატიც დამაემატა, რითაც აღმზრდელის თანაშეემწეები უფრო მეტად ჩაერთვნენ სააღმზრდელო პროცესში.
მცხეთელი პატარებისთვის, კვების თანხის გაზრდის შემდეგ, კვების ხარისხიც გაიზარდა და მენიუც გადახალისდა. გადახალისების მიზეზი, პატარების მიერ ზოგიერთი კერძის დაწუნება და დიდი რაოდენობით აუთვისებელი საკვები იყო. ჩანაცვლება, ნორმების დაცვით, კალორიული და გემრიელი კერძებით მოხდა, რომლებზედაც ბავშვები უარს აღარ ამბობენ...
2015 მხოლოდ ბავშვებისთვის არ იყო მნიშვნელოვანი. სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მიერ, ივლისის თვეში 30%-ით გაიზარდა ბაღის პერსონალის ხელფასი (ადმინისტრაციის გარდა) . ბაღები სამზარეულო ელექტრო-ტექნიკათ აღიჭურვა. გაერთიანებაში შემავალი ყველ ა ბაღის ყველა ჯგუფში შეიტანეს 38 დასახელების, მაღალი ხარისხის ილუსტრირებული წიგნები, თემატური თვალსაჩინოება, სამუშაო მასალა ( ფანქრები, პლასტელინი, გუაში, სახატავი, ფერადი ფურცლები და ა.შ),საშრობი დისპენსერები საპირფარეშოებისთვის, კარადები სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებების შესანახად, მწერებისაგან დამცავი ბადეები და დეზობარიერები სამზარეულოსათვის. ბაღებში, წლის განმავლობაში, ოთხჯერ შეიტანეს სხვადასხვა დასახელების სათამაშოები, მათ შორის ლეგოს კონსტრუქტორები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Campus Lions Club Tbilisi - CLCT-ის საჩუქარია. თექვსმეტივე ჯგუფისთვის სრულიად განახლდა თეთრეულის კომპლექტები, საბნები, ლეიბები, ბალიშები, ადიელები და საბავშვო ხალიჩები. ბაღებს აქვთ ახალი სახანძრო ინვენტარი და საევაკუაციო გეგმა.
მცხეთის საბავშვო-ბაღების ეზოებში ქვეწარმავლების აღმოჩენის გამო, ხუთივე ბაღში დაამონტაჟდა ქვეწარმავლების დასაფრთხობი სპეციალური აპარატები. დასვენების თვეებში ეზოები შეიწამლა მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებებით.
მე-4 ბაგა-ბაღში წლების მანძილზე მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა განახლდა და მოწესრიგდა. არმაზის დასახლების საბავშვო ბაღში ძველი ჭურჭელი და ავეჯი ახლით შეიცვალა. პირველ საბავშვო ბაღში კი, სურსათის შესანახი საწყობი გაკეთდა. ქ. მცხეთის მერიის დაფინანსებით მოეწყო ეზოს ინფრასტრუქტურა, დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
მე-5 საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა.
ნარეკვავის დასახლებაში მშენებარე ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი 2 ჯგუფიანი ბაგა-ბაღი კი, სავარაუდოდ, 2016 წელს გაიხსნება.