ახალი ბაღი უკვე ქირწნისაც აქვს
სოფელ ქირწნისის მეურნეობაში საბავშვო ბაგა-ბაღი უკვე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულებამ 42 868 ლარი შეადგინა, განახლდა არა მხოლოდ შენობა, არამედ ავეჯი და ტექნიკა. ახლად გახნილი საბავშვო ბაღი 35 აღსაზრდელს მიიღებს. პროექტის ფარგლებში ქიწნისის მეურნეობის მიმდებარე სოფლების აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებულია უფასო ტრანსპორტირებაც.
ბაგა-ბაღის შენობის საზეიმო გახსნას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, და ადგილობრივი ხელისუფლებისს ხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. გამგებელმა აღსაზრდელებს და ბაღის თანამშრომლებს, ბაღის გახსნა საჩუქრებით მიულოცა. თავის მხრივ, სტუმრებს ბავშვები ლექსებით და სიმღერებით დახვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 30-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღმზრდელობითი დაწესებულებაა. აღნიშნული ბაგა-ბაღებით 2 110 აღსაზრდელი სარგებლობს. მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 551 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.