ქუთაისის ბაღებში ხელფასები იზრდება
ქუთაისის ოცდაჩვიდმეტივე ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 20-30% ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა უკვე თებერვლის თვისთვისაა დაგეგმილი. ეს ინფორმაცია, 12 თებერვალს ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ , ვიცე მერთან კოტე ქავთარაძესთან და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ნანა ლორთქიფანიძესთან ერთად, სპეცილურ ბრიფინგზე გაავრცელა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით გაერთიანების ბიუჯეტის სახელფასო ფონდს დამატებით 855 250 ლარი გამოეყო. 2016 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 9 740 000 ლარით.
გაზრდილ ხელფასს ქუთაისის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ყველა პირი მიიღებს. დღეისათვის ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 37 ფილიალში 1598 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა ხელფასები დიფერენცირებულია და განისაზღვრება მათი დატვირთვისა და სამუშაო დროის მიხედვით. სახელფასო მატება შეეხო უკლებლივ ყველა თანამშრომელს. როგორც ტექნიკურ პერსონალს ისე სააღმზრდელო დარგის თანამშრომლებს. ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში რეგისტრირებულია 10 000მდე აღსაზრდელი.