ერთჯგუფიანი ბაღი პატარა სოფელში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 2016 წლის 8 თებერვალს ფუნქციონირება დაიწყო სოფ. ოფურჩხეთის № 18 საბავშვო ბაღმა. ბაღის გახსნას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი კოსტანტინე მამისეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- პაატა ახალაძე, ქართული ოცნება- ,,დემოკრატიული საქართველოს'' წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე- ცოტნე ზურაბიანი, სოფლის გამგებელი კახა იოსელიანი და საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი- გიორგი იობიძე.
ბაღი აღჭურვილია ახალი ავეჯითა და საჭირო ტექნიკით. აღმზრდელებისა და მშობლების აზრით, ოფურჩხეთის ბაღში შექმნილი გარემო ნამდვილად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.